რადგან დღის ნახევარზე მეტს სამსახურში ატარებ
აირჩიე საქმე რომელიც გიყვარს, იმუშავე იქ სადაც შენს კომფორტზე ზრუნავენ

რატომ ჩვენთან?

რეკრეაცია და გართობა

მუშაობის დროს თუ განტვირთვა მოგინდება, შეგიძლია ითამაშო ფლეისთეიშენი 65 ინჩიან მონიტორზე. თამაშების არჩევანი მრავალფეროვანი გვაქვს: Fifa, Grand Turismo, Read Dead Redemption, Mortal Kombat და ა.შ. აგრეთვე, გვაქვს მაგიდის ფეხბურთი, დარტსი, ფიზიკური კონდიციის მწყობრში მოსაყვანად – მაგიდის ჩოგბურთი. ხშირად ვმართავთ ტურნირებს. ასე რომ, ჩვენთან ვერ მოიწყენთ ㋡

გურმანული ვნებები

დილის დოპინგი – უგემრიელესი ნესპრესოს ყავა, ან თუ ისედაც ენერგიული ხარ და ყავა არ გესაჭიროება, შეგიძლია მიირთვა სხვადასხვა სახეობის ჩაი ლიმნით, თაფლით, ან თუნდაც ჯინჯერით ㋡. ქართული, აზიური და იტალიური სამზარეულოს მოყვარული თუ ხარ, მაშინ ლანჩისთვის ბევრი ფიქრი არ მოგიწევს, რადგან მათი რესტორნები ჩვენგან 20 მეტრის რადიუსშია.

ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის

ჩვენ გვიყვარს ორშაბათი დღე ㋡, რადგან უქმეების შემდგეგაც სასიამოვნო გარემოში ვუბრუნდებით. ჩვენთან მუშაობის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენი გუნდის წევრები ერთმანეთს ხელს მაქსიმალურად ვუწყობთ. ვმუშაობთ ჰარმონიაში, გვიყვარს ერთმანეთი და ვცდილობთ ერთმანეთს კომფორტი შევუქმნათ.

გაგიჩნდა სურვილი ჩვენი გუნდის წევრი გახდე?

ხარ მოტივირებული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი და გაქვს უნარი იზრუნო სხვებზე? გინდა ყველაზე მხიარული, მზრუნველი და გუნდური გარემო გახდეს შენი ცხოვრების ნაწილი? მაშინ გამოაგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენ შეგეხმიანებით.

მიმდინარე ვაკანსიები
#სომ

ჩვენი გუნდი ეძებს სამშენებლო ობიექტის ზედამხედველს
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 2024 წლის 1 მარტი

მეტის ნახვა განაცხადე
#მმ

ჩვენი გუნდი ეძებს მშენებლობის მენეჯერს
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - ეს ადგილი ჩვენთან მუდამ ვაკანტურია

მეტის ნახვა განაცხადე
#სხმ

ჩვენი გუნდი ეძებს სამშენებლო ხარჯების მენეჯერს
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 2024 წლის 1 მაისი.

მეტის ნახვა განაცხადე
#სპმ

ჩვენი გუნდი ეძებს სამშენებლო პროექტის მენეჯერს
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 2024 წლის 1 მარტი.

მეტის ნახვა განაცხადე
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ.