კარიერა

სამშენებლო პროექტის მენეჯერი

ჩვენი გუნდი ეძებს სამშენებლო პროექტის მენეჯერს
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 2024 წლის 1 მარტი.

#სპმ
განაცხადე!
შემოუერთდი ჩვენ გუნდს

კომპანია „ელემსი“-ის გუნდი ეძებს  სამშენებლო პროექტის მენეჯერს

კომპანია „ელემსი“ სამშენებლო პროქტების მენეჯმენტს 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს და გუნდი სრულად დაკომპლექტებილია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებით. ჩვენ გვაერთიანებს მიზანი უკეთესი შენობა-ნაგებობების მშენებლობის პრეცენდეტებით, შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრეაციული თუ სხვა გარემო. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

პოზიცია: სამშენებლო პროექტის მენეჯერი:

სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიცია მოითხოვს ფართო ცოდნასა და  გამოცდილებას სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმართულებით, მათ შორის: კომერციული, რეზიდენტული, სასტუმრო, საოფისე და სხვა სპეციფიური დანიშნულების მქონე შენობებისთვის, რაც თავის მხრივ მოიცავს შემდეგი ფაზების მენეჯმენტს: წინასაპროექტო, საპროექტო, სანებართვო, სატენდერო სამშენებლო და შენობის მიღება-ჩაბარების ფაზების მენეჯმენტს

შერჩეულ კანდიდატს ექნება უშუალო კომუნიკაცია პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან, მათ შორის:  „ელემსის“ კლიენტებთან, მიწის მესაკუთრეებთან, დეველოპერებთან, გენერალურ და დარგობრივ კონტრაქტორებთან, მუნიციპალურ სააგენტოებთან და საპროექტო ერთეულებთან.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

მნიშვნელოვანი ფუნქციები:

  • პროექტის ინიცირების, დაგეგმვის,   აღსრულებისა და   დახურვის პროცესის წარმართვა
  • პროექტის აღსრულების გეგმის (PEP) და  პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება
  • გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების  დადგენილ კალენდრული გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა
  • სატენდერო და შესყიდვების პროცედურების მართვა
  • დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ.) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა და აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო პირობებთან დადარება
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისათვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა
  • შეთანხმებული საბიუჯეტო პარამეტრების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა
  • თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება
  • სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა მისი დასაწყისიდან დასრულებამდე
  • ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან
  • პროექტის დამკვეთის მიერ პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი
  • დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • სტრესის მართვის უნარი
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
  • MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
  • AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
  • FIDIC და/ან JCT და/ან NEC ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოების მართვის სფეროში
  • ბაკალავრის დიპლომი ან სერთიფიკატი არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენებლო, პროექტის მართვის (ან მსგავს სფეროში).

კიდევ ფიქრობ?

რეკრეაცია და გართობა

მუშაობის დროს თუ განტვირთვა მოგინდება, შეგიძლია ითამაშო ფლეისთეიშენი 65 ინჩიან მონიტორზე. თამაშების არჩევანი მრავალფეროვანი გვაქვს: Fifa, Grand Turismo, Read Dead Redemption, Mortal Kombat და ა.შ. აგრეთვე, გვაქვს მაგიდის ფეხბურთი, დარტსი, ფიზიკური კონდიციის მწყობრში მოსაყვანად – მაგიდის ჩოგბურთი. ხშირად ვმართავთ ტურნირებს. ასე რომ, ჩვენთან ვერ მოიწყენთ ㋡

გურმანული ვნებები

დილის დოპინგი – უგემრიელესი ნესპრესოს ყავა, ან თუ ისედაც ენერგიული ხარ და ყავა არ გესაჭიროება, შეგიძლია მიირთვა სხვადასხვა სახეობის ჩაი ლიმნით, თაფლით, ან თუნდაც ჯინჯერით ㋡. ქართული, აზიური და იტალიური სამზარეულოს მოყვარული თუ ხარ, მაშინ ლანჩისთვის ბევრი ფიქრი არ მოგიწევს, რადგან მათი რესტორნები ჩვენგან 20 მეტრის რადიუსშია.

ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის

ჩვენ გვიყვარს ორშაბათი დღე ㋡, რადგან უქმეების შემდგეგაც სასიამოვნო გარემოში ვუბრუნდებით. ჩვენთან მუშაობის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენი გუნდის წევრები ერთმანეთს ხელს მაქსიმალურად ვუწყობთ. ვმუშაობთ ჰარმონიაში, გვიყვარს ერთმანეთი და ვცდილობთ ერთმანეთს კომფორტი შევუქმნათ.

გაგიჩნდა სურვილი ჩვენი გუნდის წევრი გახდე?

ხარ მოტივირებული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი და გაქვს უნარი იზრუნო სხვებზე? გინდა ყველაზე მხიარული, მზრუნველი და გუნდური გარემო გახდეს შენი ცხოვრების ნაწილი? მაშინ გამოაგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენ შეგეხმიანებით.

დაინტერესდი აღნიშნული ვაკანსიით? ნუ იფიქრებ ბევრს! შეავსე ფორმა და ატვირთე CV.