ჩვენ შესახებ

კომპანია ელემსი წარმოადგენს სამშენებლო პროექტის მენეჯმენტის, მშენებლობის ზედამხედველობისა და სამშენებლო პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების კომპანიას.

ჩვენი მისია: დამატებული ღირებულება და მეტი სარგებელი დამკვეთს
ელემსის საკონსულტაციო, საექსპერტიზო, ინსპექტირების, შეფასების, ტესტირებისა და მართვის სერვისები მოიცავენ სამშენებლო პროექტის ყველა ფაზას, როგორიც არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო იდეის ფორმირება, იდეის შესრულებადობისა და მიზანშეწონილობის კვლევა, დაგეგმვა და პროექტირება, პოტენციური შემსრულებლების გამოკითხვა, შერჩევა და დაკონტრაქტება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვება და მშენებლობის მიღება-ჩაბარება. ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაზაზე კომპანია ელემსი  ფოკუსირებულია დამკვეთისთვის ჩასაბარებელი შენობა-ნაგებობის ღირებულების ამაღლებაზე და ამას ახერხებს დამკვეთისთვის განსაზღვრული ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების შესაძლო მოკლე ვადაში და შესაძლო დაბალ ფასად მიწოდების უზრუნველყოფის ხარჯზე.

ჩვენი მიზანი: უკეთესი შენობა-ნაგებობის შექმნის პრეცენდეტი
ჩვენი კომპანია სრულად დაკომპლექტებულია სამშენებლო დარგის მაღალკვალიფიციური და ინოვატორი კადრებით, რომელთაც გვაერთიანებს მიზანი ხალხისათვის შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამკურნალო, მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრიაციისა და სხვათა გარემოები, უკეთესი შენობა-ნაგებობების შექმნის პრეცენდეტებით.

კომპანია ელემსის ისტორია დაიწყო ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტის პრეზიდენტის სასახლის მშენებლობით. 2006 წელს სახელმწიფო უზრუნველყოფის დაკვეთით გერმანულმა კომპანია TÜV-SÜD GmbH-მ მოახდინა  პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის მენეჯმენტის გუნდის ფორმირება ლოკალურად. ამ გუნდის მოვალეობაში შედიოდა TÜV-SÜD-ის ექსპერტებთან ერთად პრეზიდენტის სასახლის საპროექტო, სამშენებლო და საექსპლუატაციო გუნდის ჩამოყალიბება, მართვა, კოორდინირება, ზედამხედველობა და კონტროლი. პროექტის ფარგლებში ჩვენ მიერ მოხდა ევროპაში მოწინავე 30-ზე მეტი არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენობლო და საკონსულტაციო კომპანიების თავმოყრა. მიუხედავად მიმდინარე ფორსმაჟორული საომარი მდგომარეობისა ჩვენი შეუპოვარი ძალისხმევითა და უაღრესად კრეატიული გადაწყვეტების საფუძველზე  უკვე 2010 წელს,  როგორც იურიდიულმა პირმა ელემსი-მ მოვახდინეთ იმდროინდელი თბილისის რეალობაში ყველაზე პროგრესული და ტექნიკურად მოწინავე შენობის საბოლოო ტესტირება, კომისიონირება და ოფიციალურად ექსპლუატაციაში გაშვება.
სწორედ  TÜV-SÜD-ის ექსპერტების მენტორობამ და ამ კომპანიის სამუშაო მეთოდოლოგიამ დანერგა ჩვენში სტრუქტურული, პრეციზიული და მეთოდური მიდგომები მშენებლობის მართვის მიმართ, ხოლო შექმნილმა პოლიტიკურმა გარემომ გვასწავლა თუ როგორ მივიყვანოთ დაწყებული პროცესი წარმატებულ დასასრულამდე ნებისმიერ ვითარებაში.
დღეს კომპანია ელემსი ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სამშენებლო პროექტების მართვის სფეროში, უკვე მრავალწლიანი გამოცდილებითა და მრავალფეროვანი ცოდნით.  2017 წლის ჩათვლით ჩვენი პორტფელი მოიცავს 500 000 000 ლარზე მეტი კაპიტალდაბანდების მართვას, ათობით კმაყოფილ კლიენტს და 200 000 კვ.მ.-ზე მეტ დასრულებულ შენობა-ნაგებობას.

სანდოობა

ჩვენი ურთიერთობები არის სტაბილური, ნამდვილი და ერთგული. ჩვენი მიღწევები, გამჭვირვალობა და საქმისადმი მიძღვნა ქმნის ძლიერ და ხანგრძლივ ურთიერთობებს.

ერთად

უკეთესი შენობების პრეცედენტებს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერასოდეს მივაღწევდით. ამ ყველაფერს ვქმნით გუნდურად – ჩვენს თანამშრომლებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან ერთად.

მაღალი დინამიკა

მუდმივად ცვალებადი გარემოდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ გუშინდელი გადაწყვეტა დღეს შეიძლება უკვე მოძველებული იყოს ,შესაბამისად, ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად დინამიკურები და ვიმოქმედოთ დროის შესაბამისად, რათა ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პასუხობდნენ მომავლის გამოწვევებს.

მაქსიმალური ჩართულობა

დამკვეთის მოთხოვნების მიმართ გააზრებული და ცნობიერი დამოკიდებულებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი და პროექტში სხვა მონაწილე მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას იმ პროცესებში, რომლებიც ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ არის მომართული.

საერთაშორისო

ჩვენი არსებობის განმავლობაში ვიყენებდით მშენებლობის როგორც  ბრიტანულ  – BSI – British Standards, ასევე გერმანულ სტანდარტებს DIN Standards – Deutsches Institut für Normung და უკვე უნიფიცირებულ ევრო სტანდარტებს  EN norms. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებთან, ინჟინრებთან და სხვადასხვა დისციპლინის საკონსულტაციო კომპანიებთან.

უნივერსალური

ვართ ევროპაში მოწინავე სხვადასხვა ლაბორატორიული, საექსპერტიზო, ტესტირების, ინსპექტირების, სერტიფიცირების და აკრედიტირების კომპანიების წარმომადგენლები, რაც საშუალებას გვაძლევს შევეჭიდოთ ნებისმიერი სირთულის პროექტს და არ ვიყოთ დამოკიდებული ლოკალურად არსებულ რესურსებზე.


სერვისები

პროექტირება და მშენებლობა უაღრესად კომპლექსური პროცესია, შესაბამისად მოითხოვს ამ სფეროში უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა  შესრულდეს  სპეციფიკაციებისა და სტანდარტების სრული დაცვით, დასრულდეს წინასაწარ განსაზღვრულ დროსა და ბიუჯეტში. ამასთან, პროცესში ჩართული ყველა მხარე დარჩეს კმაყოფილი.

კომპანია ელემსი-ს პროექტის მენეჯერები მრავალწლიანი გამოცდილების, ცოდნის, ეფექტური კომუნიკაციის, ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკებზე დაყრდნობილი და ჩვენს მიერ ლოკალურ ბაზარზე ადაპტირებული მეთოდოლოგიის  საშუალებით დამკვეთის სახელით მართავენ, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევენ პროექტში ჩართულ ყველა მხარეს. შედეგად ვღებულობთ წარმატებულ პროექტებს რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, რაც მიზნად იყო დასახული დროის, ხარისხისა და ხარჯების კუთხით.

ელემსის მიერ წარმატებით განხორციელებული სამშენებლო პროექტები მოიცავენ ისეთ სექტორებს როგორიცაა:   ჯანდაცვა, საგანმანათლებლო, ინდუსტრიული, კომერციული, საჯარო და საცხოვრებელი.

კომპანია ელემსი-ს სერვისები ფარავენ სამშენებლო პროექტის ყველა ფაზას როგორიცაა:  წინასაპროექტო, პროექტირების, წინასამშენებლო, მშენებლობის და მშენებლობის მიღება ჩაბარების ფაზებს.

წინასაპროექტო ფაზა
პროექტის ბრიფის
მომზადება
აღნიშნული მომსახურება მოიცავს  პროექტის მიმართ დამკვეთის და/ან შენობის ოპერატორის მოთხოვნების, მიზნების, მოლოდინების, შეზღუდვების, შესაძლებლობების, რისკების  იდენტიფიცირებას და დოკუმენტირება პროექტის ბრიფის სახით.
წინა-საპროექტო კვლევების
მენეჯმენტი
აღნიშნული მომსახურება მოიცავს საჭირო კვლევების იდენტიფიცირებას, მათზე ტექნიკური დავალების მომზადებას, პოტენციური შემსრულებლების გამოკითხვას, დაკონტრაქტებას და შესრულების მონიტორინგს. ჩვენი მომსახურება სხვათა შორის მოიცავს შემდეგი კვლევების მენეჯმენტს:
- არსებული შენობების და ნაგებობების 3D (3 განზომილებიან) ლაზერული სკანირება და მოდელირება;
- დენდროლოგიური კვლევა;
- ტოპოგრაფიული კვლევა;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
- გეოფიზიკური კვლევა;
- მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების კვლევა;
- კონსტრუქციული ზეგავლენის კვლევა;
- კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა;
- გარემოზე ზემოქმედების კვლევა;
- ტრანსპორტის და ტრაფიკის კვლევა;
- ქალაქ-გეგმარებითი პარამეტრების და ზონალური შეზღუდვების კვლევა;
საპროექტო შენობა-ნეგებობების სივრცული მოდელის განვითარება
აღნიშნული მომსახურება მოიცავს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, ქალაქგეგმარებითი პარამეტრების და ზონალური შეზრუდვების საფუძველზე მინიმუმ 2 ალტერნატიულ ოფციაზე სივრცული მოდელის განვითარებას, უფრო შესრულებადი და რენტაბელური ოფციის იდენტიფიცირების, პირველადი ხარჯების შეფასების, პროექტის შესრულებადობის  მიზნით.
პროექტის საინვესტიციო ღირებულების შეფასება
და პროექტის ბიუჯეტირება
პროექტის შესრულების ვადების განსაზღვრა და სტრატეგიული კალენდარული გრაფიკის განვითარება
ტექნიკური და კომერციული შესრულებადობის და მიზანშეწონილობის კვლევა
პროექტის შესყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა
საპროექტო, საექსპერტიზო და საკონსულტაციო რესურსების მენეჯმენტი
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: საჭირო საპროექტო, საექსპერტიზო, საკონსულტაციო როლების იდენტიფიცირებას, აღნიშნულ როლებზე შესასრულებელი სამუშაო მოცულობის, ტექნიკური დავალების და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას, პოტენციური შემსრულებლების გამოკითხვას, დაკოკონტრაქტებას და მათ ყოველდღიურ მონიტორინგს
პროექტის აღსრულების
გეგმის მომზადება
პროექტირების ფაზა
პროექტირების პროცესის მონიტორინგი და მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: პროექტირების თითოეულ ეტაპზე მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმებას საპროექტო დავალებასთან თავსებადობაზე და სხვადასხვა დისციპლინების საპროექტო გადაწყვეტების ურთიერთკოორდინაციის გადამოწმებას. შემოწმების შედეგები აისახება საპროექტო დოკუმენტაციის მიმოხილვის ანგარიშში, რომელიც ეგზავნება დამკვეთსა და საპროექტო ორგანიზაციას.
პროექტირების პროცესში ჩართული მხარეების კოორდინაცია
აღნიშნული მომსახურება მოიცავს პროექტირების პროცესში ჩართული სხვადასხვა დისციპლინის დამპროექტებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების მონიტორინგს. პროექტირების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა დისციპლინის დამპროექტებლების მიერ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის დაგეგმვას და მისი შესრულების მონიტორინგს. საპროექტო ინფორმაციის მიმოცვლის სისტემის შემუშავებას და მისი რეალიზების მონიტორინგს.
ნებართვების მოპოვების პროცესის მართვა
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: სამშენებლო პროექტის ფარგლებში მოსაპოვებელი ნებართვების მისაღებად საჭირო პროცედურების და დოკუმენტაციის იდენტიფიცირება, დოკუმენტაციის მოპოვება, კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან მოპოვებული წინა-სანებართვო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება, დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში დროულად და სრულად ატვირთვის მონიტორინგი, კომუნიკაცია ნებართვის გამცემ ორგანოებთან და ვიზიტი, საჭიროებისამებრ.
ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხარჯების მონიტორინგი
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: ხარჯთაღრიცხვის მომზადებას პროექტირების თითოეული საფეხურის (კონცეფცია, სტადია პროექტი და მუშა დოკუმენტაცია) დასრულების შემდეგ. ხარჯთაღრიცხვის მომზადება ხდება საერთაშორისო კლასიფიკატორის საფუძველზე და აპრობირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. თითოეულ ეტაპზე მომზადებული ხარჯთაღრიცხვის შეთანხმებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის შემოწმება და შეუსაბამობის შემთხვევაში, ხარჯების ოპტიმიზაციის ღონისძიებების გატარება ან ბიუჯეტის განახლების უზრუნველყოფა.
მოცულობათა უწყისების მომზადება და საპროექტო მოცულობების გადამოწმება
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: პროექტირების თითოეულ საფეხურზე (კონცეფცია, სტადია პროექტი, მუშა დოკუმენტაცია) მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შენობის სამგანზომილებიანი სივრცითი მოდელის აგებას და ზუსტი საპროექტო მოცულობების დადგენას. საპროექტო დოკუმენტაციაში მოცემული და მოდელის საფუძველზე მიღებული საპროექტო მოცულობების შედარებას, შეუსაბამობის გამოვლენას და უზუსტობის აღმოფხვრის კოორდინაციას.
წინასამშენებლო ფაზა
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
აღნიშნული მომსახურება მოიცავს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც შედგება 3 ტიპის დოკუმენტაციის პაკეტისგან: 1. სატენდერო ინსტრუქციები, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს სატენდერო წინადადების მომზადების მიმართ, მათ შორის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმებს. 2. მოთხოვნები, სადაც განსაზღვრულია პროექტის მიმართ ზოგადი და სპეციფიკური ტექნიკური მოთხოვნები, როგორიცაა ჯანმრთელობის, გარემოსა და უსაფრთხოების დაცვა, ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა, საპროექტო დოკუმენტაცია, ინფორმაციის მენეჯმენტი და ა.შ. 3. სახელშეკრულებო დოკუმენტაცია, სადაც მოცემულია გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტ ვერსია, როგორც იურიდიული ისე ფინანსური ასპექტებით.
ტენდერის ორგანიზება და სამშენებლო კონტრაქტორის შერჩევა
აღნიშნული მომსახურება მოიცავს ტენდერის მონაწილეთა პრეკვალიფიკაციას, სატენდერო დოკუმენტაციის გაგზავნას შერჩეულ კანდიდატებთან, ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას ტენდერის მონაწილეებთან, ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციით ტენდერის მონაწილეების უზრუნველყოფას, კომუნიკაციას საპროექტო დოკუმენტაციის ავტორ(ებ)თან, სატენდერო წინადადებების მიღებას, სატენდერო წინადადებების კომერციულ და ტექნიკურ ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის განახლებას. ტენდერის დასრულების შემდეგ ხდება ტენდერის შეფასების ანგარიშის მომზადება, სადაც კომპლექსურად არის აღწერილი და ობიექტურად არის შეფასებული მიღებული სატენდერო წინადადებები, გამოვლენილია ყველაზე ოპტიმალური ტენდერის მონაწილე და გაცემულია რეკომენდაცია მასთან თანამშრომლობის თაობაზე.
სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მომზადება
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: სახელშეკრულებო დოკუმენტაციის იურიდიული, ფინანსური და ტექნიკური ნაწილის მომზადებას პროექტის ფარგლებში შესასყიდ ნებისმიერ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. სახელშეკრულებო დოკუმენტაციის სტრუქტურა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკასა და მეთოდოლოგიას.
მშენებლობის ფაზა
სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: ხარისხის კონტროლს და უზრუნველყოფს გეგმის განვითარებას და მასში აღწერილი ღონისძიებების რეალიზაციის მონიტორინგს, ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიურ ვიზუალურ ინსპექტირებას და ანგარიშგებას ყოველდღიურ და ყოველთვიურ რეჟიმში, დეფექტებისა და ცდომილებების დაფიქსირებას, ცდომილებების შეთანხმებას უფლებამოსილ მხარეებთან, დეფექტების აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებებზე რეკომენდაციების გაცემასა და დეფექტების აღმოფხვრის მონიტორინგს, მასალების განიმუშებისა და სამშენებლო სამუშაოებში გამოყენებული მასალების მასთან შესაბამისობის კონტროლს, მასალებისა და აღჭურვილობის ხარისხის სერტიფიკატებისა და ტექნიკური ანოტაციის საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლს, ფარული სამუშაოების აქტების წარმოების კონტროლს, სამუშაოების შუალედური და საბოლოო ტესტირების პროცესის კოორდინაციასა და შესაბამისი აქტების მომზადების კონტროლს.
ხელშეკრულებების მენეჯმენტი
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: სახელშეკრულებო დოკუმენტაციის იურიდიული, ფინანსური და ტექნიკური ნაწილის მომზადებას პროექტის ფარგლებში შესასყიდ ნებისმიერ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. სახელშეკრულებო დოკუმენტაციის სტრუქტურა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკასა და მეთოდოლოგიას.
ცვლილებების მენეჯმენტი
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: პროექტის ფარგლებში საჭირო ცვლილებების მოთხოვნისა და მასზე რეაგირების სისტემის შექმნას, ცვლილებების ხარჯებზე, ვადებსა და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ზემოქმედების შეფასებას, და მათ ავტორიზაციას ან უარყოფას. ცვლილებები შესაძლოა გამოწვეული იყოს საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების საჭიროებით, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამობის გამო, კონტრაქტორის მიერ ალტერნატიული ტექნიკური გადაწყვეტის შემოთავაზებისას ან დამატებითი სამუშაოების შესრულების შემთხვევაში.
სამშენებლო სამუშაოების ხარჯების მონიტორინგი და ანგარიშგება
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების ანგარიშების (ე.წ. ფორმა#2-ების) მოცულობებისა და ერთეული ღირებულებების გადამოწმებას ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვასთან მიმართებაში, გადახდის სერტიფიკატების მომზადებას, ყოველთვიურად ფინანსური ანგარიშების მომზადებას საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეული, ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ჯამურად გაწეული, ჯამურად გასაწევი და მომავალი თვის განმავლობაში მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.
სამშენებლო სამუშაოების პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშგება
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: სამუშაოების წარმოების შეთანხმებულ კალენდარულ გრაფიკთან სამუშაოების ფაქტიური პროგრესის შესაბამისობის მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში, მოსალოდნელი და ფაქტიური ჩამორჩენების დაფიქსირებას, პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადებას ყოველკვირეულ ან/და ყოველთვიურ რეჟიმში, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის სტრატეგიული კალენდარული გრაფიკის განახლებას.
მშენებლობის მიღება-ჩაბარება
დეფექტების შეფასება და მათი აღმოფხვრის მონიტორინგი
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოსასწორებელი დეფექტების იდენტიფიცირებას, მათ ფინანსურ შეფასებასა და მათი აღმოფხვრის მონიტორინგს.
ცდომილებების და ჩამორჩენების ღირებულების დადგენა
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: განისაზღვრება გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ცდომილებებითა და ჩამორჩენებით დამკვეთისთვის მიყენებული ზიანი და განისაზღვრება იმ თანხის ოდენობა, რომლის დაკავებაც უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორებისას.
საბოლოო საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების ფაქტიური ხარჯთაღრიცხვის მომზადება
აღნიშნული მომსახურება ითვალისწინებს: პროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა გადახდის სერტიფიკატის და გადახდაზე მოთხოვნების, ფარული სამუშაოების აქტების, ფორმა #2-ების, დეფექტების აღმოფხვრის აქტების, ცდომილების შეთანხმების აქტების, გაჭიანურებების აქტების, პერიოდული ანგარიშგებების, ტესტირების აქტების, O&M სახელმძღვანელოების და სხვა რელევანტური დოკუმენტაციის თავმოყრასა და კომპლექსურ ანალიზს, საბოლოო შესრულების ანგარიშის/გადახდაზე მოთხოვნის ანალიზს და საბოლოო გადახდის სერტიფიკატის მომზადებას, ფაქტიურად გაწეული ხარჯების საფუძველზე პროექტის საბოლოო ფაქტიური ხარჯთაღრიცხვის მომზადებას, მათ შორის დაგეგმილი და ფაქტიური ხარჯების შედარებით შემაჯამებელ ანალიზს.
მხარდაჭერა შენობის მიღება-ჩაბარების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში
აღნიშნული მომსახურება მოიცავს: შენობის მიღება-ჩაბარების სტრატეგიის განვითარებას, ცალკეული სისტემებისა და სამშენებლო ელემენტების საბოლოო ტესტირებაში მხარდაჭერას, პროცესის დაგეგმვას, კოორდინაციასა და ტექნიკური გადაწყვეტების, როგორც ცალ-ცალკე ისე მთლიანად სრულფასოვნად ფუნქციონირების დამადასტურებელი ტესტირებების და დოკუმენტაციის კონტროლს. დამკვეთის მხარდაჭერას შენობის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მიღებაში სამშენებლო კონტრაქტორისგან, სახელმძღვანელოს სტრუქტურის განსაზღვრასა და შენობის მიღება-ჩაბარების მომენტისთვის მისი მიღების უზრუნველყოფა, ექსპლუატაციაში მიღებაზე განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტაციის პაკეტის თავმოყრა და უფლებამოსილ ორგანოში მის წარდგენასა და შემდგომ კომუნიკაციაში მხარდაჭერა.

კარგ იდეას სწორი საწყისი სჭირდება.
სწორად დაიწყეთ ელემსისთან ერთად.

სამშენებლო პროექტი იდეით იწყება. ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე, როგორიცაა დამპროექტებლის შერჩევა ან უკვე დაგეგმილი საქმიანობის შესრულება, პროექტის დამკვეთმა უნდა გადაწყვიტოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: რა მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო, რა ამონაგებს მოიტანს ინვესტიცია, რა ვადა დასჭირდება მშენებლობას, არის თუ არა განსახორციელებელი იდეა ფინანსურად და ტექნიკურად შესრულებადი, რამხელა უნდა იყოს სამშენებლო ტერიტორიის მოცულობა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება, რომელი სამშენებლო ნაკვეთი იქნება მშენებლობისთვის შესაფერისი და ა.შ.
მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს სპეციფიურ კვლევას, შეფასებასა და აქტივობებს, რომლითაც განისაზღვრება მისი შესრულებადობა.
დამკვეთების უმეტესობისთვის უკვე მოქმედი ძირითადი საქმიანობიდან სამშენებლო ბიზნესზე გადართვა დიდი გამოწვევაა, მაგრამ პროცესი მარტივდება თუ პროექტს იწყებთ ჩვენთან ერთად.

ჩვენ სრულად გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტის მართვის სერვისებს. კომპანია „ელემსი“-ს დამკვეთის გზამკვლევია პროექტის ინიცირების პროცესში, რაც თავის თავში გულისხმობს პროექტის გუნდის სტრუქტურის ჩამოყალიბებას, შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადებას, პროექტის მიზნების განსაზღვრას, პროექტის ფინანსურად თუ ტექნიკურად შესრულებადობის დადგენას, გარემოს კვლევასა და რისკების ანალიზს.

დაგეგმვისა და შესრულებადობის კვლევის პროცესში ჩვენ ვამზადებთ ტექნიკურ დავალებებს, გთავაზობთ მიწის ნაკვეთების  სხვადასხვა ვარიანტს, შენობის სივრცულ სხვადასხვა შესაძლო კონფიგურაციას, ვამზადებთ პროექტის პირველად ხარჯთაღრიცხვასა და შესაბამის კალენდარულ გრაფიკს. განვსაზღვრავთ დამფინანსებელ წყაროებს და წარმოგიდგენთ საბოლოო ანგარიშს.
ჩვენ სწორად წარვმართავთ თქვენს საწყის იდეას.

ტექნიკურ-ეკონომიკური
შესრულებადობის კვლევა

პროექტის საინვესტიციო
ღირებულების დადგენა

საპროექტო დოკუმენტაციის
რევიზია

ხარჯთაღრიცხვის
წარმოება

მოცულობათა
უწყისების წარმოება

ტენდერის მომზადება
და ჩატარება

შემსრულებლების
დაკონტრაქტება

მშენებლობის ორგანიზაციის
პროექტის მომზადება

ტექნიკური
ზედამხედველობა

ტესტირება და
ექსპლუატაციაში გაშვება

შენობა-ნაგებობების
3D ლაზერული სკანირება

შენობის ინფორმაციის
მოდელირების მენეჯმენტი


პროექტები